ნიკოლოზ ვაშაკიძე - ევროკავშირის კითხვარის პასუხებისთვის გამოყოფილი უჩვეულოდ მოკლე ვადა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ევროკავშირში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან

ევროკავშირის კითხვარზე პასუხების მომზადებას საქართველოს საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი მაქსიმალურად საღად და პრაგმატულად უნდა მიუდგეს,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

ვაშაკიძის თქმით, პროცესის დაჩქარება უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი არაორდინარული რეალობიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, პასუხების მომზადებისთვის გამოყოფილი უჩვეულოდ მოკლე ვადა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ევროკავშირში მიღებულ ერთგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან.

„ევროკავშირში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთი თვის ვადაში დახვეწილი და დაბალანსებული დოკუმენტის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, საქმე უფრო გვაქვს პროცესის, რაც შეიძლება მალე დაწყების სურვილთან და გადაწყვეტილებასთან. ცხადია, დაჩქარება ამ ეტაპზე ალბათ, მხოლოდ კანდიდატობის საკითხს შეეხება, ამის შემდეგ ევროკავშირმა უშუალოდ გაწევრიანება შესაძლოა დიდი ვადით გადადოს, რაზეც თურქეთის მაგალითი ნათლად მეტყველებს.

ასეთ ვითარებაში საქართველოს მხრიდან ალბათ, სწორი იქნება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ხმაური და აჟიოტაჟი დოკუმენტის მომზადების ირგვლივ. პასუხების მომზადების პროცესში ფართო საზოგადოების და ოპოზიციური სპექტრის მაქსიმალური ჩართულობა, ჩვეულებრივ პირობებში სასურველი და აუცილებელიც იქნებოდა, მაგრამ ერთთვიანი ვადა ამის საშუალებას არ იძლევა. ამდენად, ალბათ უპრიანი იქნება ამ კითხვებზე პასუხების გაცემის პრეროგატივა მის პირდაპირ ადრესატს - საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს. ცხადია, ხელისუფლებას ამ პროცესში მაინც მოუწევს ევროპული დემოკრატიული მოთხოვნების აუცილებელი მინიმუმის დაცვა და საკმაოდ სერიოზული ვალდებულებების აღება, რაც მომავალში, პასუხების მოწონების შემთხვევაში, მისცემს ოპოზიციას და ფართო საზოგადოებას ევროკავშირთან ერთად აწარმოოს ამ ვალდებულებების შესრულების მჭიდრო და მკაცრი მონიტორინგი“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა