ირაკლი კობახიძე - მარგველაშვილი არის “ნაცმოძრაობის” დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დაფინანსებულია სააკაშვილის მიერ - კატასტროფაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს, მაგრამ მიჩვეული ვართ

მარგველაშვილი უკრაინაში არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

კობახიძის თქმით, კატასტროფაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს "ასე დაიკნინებს".

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და გასაჯაროვდა კიდეც, რომ მარგველაშვილი იქ არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის დავალებით. მათ ჰქონდათ შეხვედრა და შემდეგ ამაზე ირიბად მანაც ისაუბრა. ის არის გაგზავნილი სააკაშვილის მიერ, დაფინანსებულია მათ შორის სააკაშვილის მიერ, კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის დაფინანსება. შესაბამისად, მარგველაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ხელმძღვანელიც კი არ არის, ნახეთ, როგორი მძიმე მოცემულობაა, რომ არის პარტიის თავმჯდომარე მელია, რომელიც ბუნებრივად არის ამ დელეგაციის ლიდერი და მარგველაშვილი არის ერთ-ერთი წევრი. კატასტროფაა ქვეყნისთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს, მაგრამ დიდი ხანია მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს და რაც არის ეგ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს