წყნეთში, დეტექტივის მიერ გასროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველი დეტალებზე საუბრობს

თვითმხილველი წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამაკაცი, რომელიც პოლიციელის, ერიკ წურწუმიას გასროლის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე „მიწას თხრიდა, სადაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდა“.

როგორც გუდიაშვილის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი სახლის დაცვის თანამშრომელი აცხადებს, მოკლულს ტყვია გულის არეში ჰქონდა მოხვედრილი, გასროლამდე კი ხმაური არ გაუგია.

„გუშინ, დაახლოებით, 7-ის ნახევარზე მოხდა. აქ ტაქსით ამოსულა, ტაქსი ელოდებოდა. ეს ბიჭი ნაძვის ძირში მიწას ხელით თხრიდა. მე მგონი, თვითონ პოლიციელმა იპოვა ნარკოტიკი. ერთი გასროლის ხმა იყო, მერე გაივსო ტერიტორია პოლიციელებით. გარდაცვლილს არანაირი იარაღი არ ჰქონია, მისი ქურთუკი ეგდო გვერდით, გაჩხრიკეს, საბუთებიც არ ჰქონდა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. გულის არეში ჰქონდა ნასროლი“,- აცხადებს თვითმხილველი.

ამასთან, კიდევ ერთი ინფორმაციით, გასროლა იმ დროს მოხდა, როცა პოლიციელი და ზურაბ გველესიანი „ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ“. არსებული ცნობით, გვესელიანმა პოლიციის გამოჩენისას, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ნაწილი გადაყლაპა, დარჩენილი ნაწილის გადაყლაპვის საშუალება კი მას ერიკ წურწუმიამ არ მისცა.

„ამ მიზეზის გამო ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ, რა დროსაც გასროლა მოხდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ წყარომ.

ცნობისთვის, 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი ერიკ წურწუმია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ზურა გველესიანი გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ