დავით უსუფაშვილი - მთავრობამ უნდა განმარტოს, რითია უზრუნველყოფილი, რომ არ დავუშვათ „შავი ხვრელის“ გაჩენა საქართველოს სახით? - მებაჟემ, მესაზღვრემ, პოლიციელმა, უსაფრთხოების თანამშრომელმა რა იცის და რა მითითებას ასრულებენ?

„ლელოს“ ექნებოდა ასეთი კითხვა, წინადადება მთავრობასთან, რატომ არ შეიძლება, რომ საქართველომ ისეთივე სანქციები დაუწესოს ლუგანსკისა და ყირიმის ამღიარებელ დუმის დეპუტატებს, როგორიც გვაქვს დაწესებული ცხინვალისა და აფხაზეთის ამღიარებელი რუსი პარლამენტარებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როცა ეს შეზღუდვები გამოქვეყნდება, ვნახავთ, რომ საქართველოს თურმე შეუძლია, ყოველგვარი ზიანის და თვითდაზიანების გარეშე, რაიმე საფრთხეების შექმნის გარეშე, ჩაერთოს იმ პროცესში, რაშიც ჩართულია დემოკრატიული სამყარო.

„ამის გამოქვეყნების შემდეგ „ლელოს“ ექნებოდა ასეთი კითხვა, წინადადება მთავრობასთან, რატომ არ შეიძლება, რომ საქართველომ ისეთივე სანქციები დაუწესოს ლუგანსკისა და ყირიმის ამღიარებელ დუმის დეპუტატებს, როგორიც გვაქვს დაწესებული ცხინვალისა და აფხაზეთის ამღიარებელი რუსი პარლამენტარებისთვის?! რატომ არ შეიძლება რომ საქართველოს, რომელიც არის ერთადერთი ქვეყანა უკრაინის გარდა, რომელსაც რუსებთან მიმართებით მიღებული აქვს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, იმ „ოკუპაციის კანონში“, რაც გვიწერა და რასაც ვუკრძალავთ თუ ვუზღუდავთ რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებს, იგივე გავავრცელოთ უკრაინის შემთხვევაში?! ამიტომ სანქციებთან მიმართებით ამ მითქმა-მოთქმას და ძალიან ხშირად უსაგნო კამათს ბოლოს მოუღებდა მთავრობის მიერ ამომწურავი ჩამონათვალის გამოქვეყნება, რა არის უკვე შეზღუდული. ეს რომ გამოქვეყნდება, ყველა დავინახავთ, რომ ეს არ არის ტაბუდადებული თემა და ჩვენ შეგვიძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

ამასთან, ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში თქვა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რეექსპორტს ან ისეთი „შავი ხვრელის“ გაჩენას საქართველოს საზღვრით, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას, რომ სანქციებს თავი აარიდოს, მივმართავ მთავრობას გვითხრას, რითი და როგორ არის ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი? გარდა განცხადებისა, მებაჟემ, მესაზღვრემ, პოლიციელმა, უსაფრთხოების თანამშრომელმა რა იცის და რა მითითებას ასრულებენ? ეს უნდა განმარტოს მთავრობამ, რაც შეიძლება მალე და საქართველოსთვის დამაზიანებელი სპეკულაციები სანქციებთან დაკავშირებით შესუსტდეს მაინც თუ სულ არ დასრულდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა