მიხეილ სარჯველაძე - ვისაც ხელისუფლების გადაყირავების ნოსტალია აქვს, ეს უსარგებლო, განწირული მცდელობებია - ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს სასოწარკვეთილ ქმედებებს

ვისაც ხელისუფლების გადაყირავების ნოსტალია აქვს, ეს უსარგებლო, განწირული მცდელობებია - სახელმწიფო ძლიერია საიმისოდ, რომ დესტრუქციული ქმედებებისთვის გასაქანი არავის მისცეს - ამიტომ შეეშვან! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს აბსოლუტურად სასოწარკვეთილ ქმედებებს.

“დააკვირდით მათი დომინანტი აზრების დინამიკას და მიხვდებით, რომ მიედ-მოედებიან. იყო ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, შემდეგ იყო მცდელობა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მოენახათ. მიზეზი ვერ მონახეს, საკითხმა აქტუალობა დაკარგა და მინუსს რეზულტატით დასრულდა. შემდეგ იყო თითქოს კონსტრუქციული ოპოზიციის როლის მორგება და ვნახეთ, როგორ განვითარდა პარლამენტში მათი „მოღვაწეობა“. თემატურ და საგნობრივ განხილვებში მონაწილეობისთვის აბსოლუტურად მზად არ არიან, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა. ამიტომ კვლავ რჩებათ შესაძლებობა, რომ დესტრუქციული გეგმების განხორციელებაზე იფიქრონ. “ომის“ გარდა, შეუძლიათ სახელწოდებაში დაიმატონ და ღალატის პარტია გახდნენ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. მისი თქმით, “აქციის ნაცვლად, დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის უნდა მოემზადონ, სადაც ზეიმით გააცილებენ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა