აკაკი მინაშვილი - ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს, რომ უნდა გამოვიყენოთ მანიფესტაციები და სხვა პოლიტიკური ბერკეტები, რათა ხელისუფლება შეიცვალოს

მშვიდობიანად, ვადამდელი არჩევნების გზით - ამის ფარგლებში იქნება მანიფესტაციები და დემონსტრაციები, რაც არის პოლიტიკური ბერკეტი ოპოზიციის ხელში, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების საკითხზე და გეგმებზე საუბარი ხდება ერთობლივად, ეს არ არის მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის” მიზანი და ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს, რომ უნდა გამოიყენონ მანიფესტაციები და სხვა პოლიტიკური ბერკეტები იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

,,ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ აქვს პერსპექტივა. საქართველო დადგა არა დასავლეთის, არამედ რუსეთის და ბელორუსის გვერდზე. უკრაინა იმარჯვებს და აუცილებელია ცვლილებების განხორციელება იმ მიზნით, რომ საქართველოს ჰქონდეს განვითარების პერსპექტივა.

მანიფესტაციები, დემონსტრაციები და სხვა პოლიტიკური პროცესები, როგორც თბილისში, ასევე თბილისს გარეთ - ეს პოლიტიკური ნაბიჯები მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე. ჩვენ დავრწმუნდით, რომ 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ ქვეყანა წასულიყო წინ.

ვადამდელი არჩევნების საკითხზე და გეგმებზე საუბარი ხდება ერთობლივად, ეს არ არის მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის” მიზანი. ყველა მთავარი მოთამაშე საუბრობს, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, რაც მეტი ხანი დარჩება ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მით უფრო მეტი პრობლემა გვექნება. ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს, რომ უნდა გამოვიყენოთ მანიფესტაციები და სხვა პოლიტიკური ბერკეტები იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს”, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. მისი თქმით, დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის უნდა მოემზადონ, სადაც "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან ზეიმით გააცილებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა