არჩილ თალაკვაძე - საქართველოში არ და ვერ მოხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა

საქართველოში არ და ვერ მოხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

თალაკვაძის შეფასებით, “რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არა თუ სანქციები მიიღო, არამედ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიყიდა, სანქციების თემით სპეკულირებას ცდილობს“.

თალაკვაძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მშვიდობიანი მომავლის გარანტიებს დაუჭიროს მხარი.

“სანქციების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაცხადებულია. ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა. ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ საქართველო ძირითადი საერთაშორისო სანქციების მონაწილეა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა