შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრული ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა.

„ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. აგრეთვე, აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სხვა სფეროში.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საჰიბა გაფაროვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა. ასევე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავი. გამოიხატა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

შეხვედრა გაიმართა მილი მეჯლისის თავმჯდომარის მიერ საქართველოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა