ვახტანგ მეგრელიშვილი - უკრაინაში ძალიან კარგი დახვედრა იყო, მაგრამ პრეტენზიებიც ჰქონდათ, რომელიც, ჩემი აზრით, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი ხელისუფლება და უკრაინის ხელისუფლება გაბუტულების რეჟიმში არიან

უკრაინული მხარის ძალიან კარგი დახვედრა იყო, მაგრამ რაღაც პრეტენზიებიც ჰქონდათ, რომელიც, ჩემი აზრით, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი ხელისუფლება და უკრაინის ხელისუფლება გაბუტულების რეჟიმში არიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის დალაგებისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს.

„იქ შესარიგებელიც არაფერი იყო იმდენად კარგად დაგვხვდნენ, მაგრამ მათ პრეტენზიები ჰქონდათ საქართველოსთან ის, რაც ისედაც ვიცოდით, რომ პრეტენზიები ჰქონდათ. ეს პრეტენზიები შეეხებოდა იმას, რომ ჩვენი პოზიცია არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სანქციებთან დაკავშირებით არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რატომ არ ვაწესებთ მაგალითად, ბილატერალურ სანქციებს, რატომ გვაქვს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან და ამ ყველა კითხვაზე, ამ საკითხებზე საუბარი მხარეებს შორის შეიძლებოდა, რომ წინასწარ ყოფილიყო.

ჩემი აზრით, ყველანაირი საფუძველი არსებობს ურთიერთობის დალაგების დასაწყებად. სუფთა ფურცლიდან ახლა, შეიძლება რაღაც ურთიერთობის აწყობა. მე ასე ვუყურებ ამ სიტუაციას. მთავარია, რომ ამ ხალხს ელაპარაკო და იმუშაო და არ ჩავიდეთ ჩვენ იქ, გამოგონილი "ქოც-ნაცური" პრობლემებით. ჩვენი შიდა პოლიტიკის იქ ჩატანა ძალიან არასწორია“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო