ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიამ ამოწურა იარაღი, რომელიც შეუძლია უკრაინას თავისი მარაგებიდან მიაწოდოს, თუმცა, უკრაინის დახმარებას იარაღის მწარმოებლების მეშვეობით გააგრძელებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიამ ამოწურა იარაღი, რომელიც შეუძლია უკრაინას თავისი მარაგებიდან მიაწოდოს, მაგრამ იმუშავებს კერძო სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებლებთან, რათა კიევს, მისი მოთხოვნების შესრულებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

,,ჩვენ ვაპირებთ, ამ მიწოდების თანხა გადავიხადოთ", - განაცხადა შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შოლცმა დასძინა, რომ იარაღის მწარმოებლებთან იმუშავებენ, რათა კიევისთვის ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდება უზრუნველყონ.

,,ჩვენ მზად ვართ, რომ უკრაინისთვის ყველაფერი შესაძლებელი გავხადოთ", - აღნიშნა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ის უკრაინის მოკავშირეების შეფასებას ეთანხმება, რომ „რუსეთმა შეიძლება ეს ომი ვერ მოიგოს". მან მოსკოვს მოუწოდა, „შეაჩეროს უკრაინის ქალაქების დაბომბვა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა".

„გამოიყვანეთ თქვენი ჯარისკაცები უკრაინიდან და გამართეთ სერიოზული მოლაპარაკებები უკრაინასთან. შეაჩერეთ ეს საშინელი ომი", - განაცხადა შოლცმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!