მოსახლეობისთვის პრიორიტეტი არ არის ის გეგმები, რომელიც კრიმინალ, მომთაბარე მიხეილ სააკაშვილის თავშია მოხარშული. ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, ბორჯომში შულავერის კომიტეტი როგორ გეგმავდა არეულობას, რომელსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი დირიჟორობდა, - ასე აფასებს ,,ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური ინფორმაციას რომლის თანახმად, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.
მისივე თქმით, აქციები რამდენიმე ათეული ადამიანით არის შემოფარგლული და საზოგადოების დღის წესრიგში არეულობა არ შედის.
,,ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს თარიღი არის 2024 წელი. ეს კარგად ესმით მათაც, მაგრამ არაფერი არ დარჩენიათ საზოგადოებასთან საურთიერთობოდ გარდა იმისა, რომ ხელოვნური სუნთქვის რეჟიმში გადავიდნენ და დაანონსონ აქციები. აქციებს არანაირი შედეგი არ მოუტანია მათთვის, ეს აქციები არის რამდენიმე ათეული ადამიანით შემოფარგლული. დღეს საქართველოს და საზოგადოების დღის წესრიგში არ არის აქციები და არეულობა. ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება, რაშიც ვერავინ ვერ შეგვიშლის ხელს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტი არ არის ის გეგმები, რომელიც კრიმინალ, მომთაბარე მიხეილ სააკაშვილის თავშია მოხარშული. ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, ბორჯომში, შულავერის კომიტეტი როგორ გეგმავდა არეულობას, რომელსაც დირჟორობს სააკაშვილი, კარგად ვხედავთ ვინ არის „ომის პარტია“ და ვისთვის არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ნებისმიერ ფასად, მათ შორის საომარი მოქმედებების ხარჯზეც მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში”, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.