საყიდლების ციფრული ველი - veli.store ელექტრონული კომერციის ბაზარზე

Veli.store ელექტრონული ბაზრის ახალი მოთამაშეა, თუმცა სასიამოვნო სიახლეებით გამომწერების განებივრება გამოჩენის პირველივე დღიდან დაიწყო. კომპანიის ვებგვერდზე იხილავთ უამრავ ისეთ პროდუქტს, რომელიც აქამდე ქართულ ონლაინ სივრცეში ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

ბრენდის მიზანი საყიდლების ონლაინ შეძენისას საუკეთესო გამოცდილების დანერგვა და ამ გზით, ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. Veli.store-ის ახალი კამპანიაც სწორედ ამ იდეის ირგვლივ ერთიანდება: www.veli.store -ზე შესული ადამიანი დარწმუნდება, რომ ამ ციფრულ სივრცეში ყველაფერი არის, რაც მას სჭირდება და სტერეოტიპული წარმოდგენებისგან განსხვავებით, შეძენისას სრულად უმტკივნეულო და კომფორტული სერვისით ისარგებლებს.

ყოველდღიური საყიდლების ციფრული ველი, ამ ეტაპზე, 8 კატეგორიას აერთიანებს: ტექნიკა, სილამაზე & თავის მოვლა, წიგნები, ბავშვის მოვლა, სათამაშოები, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები და სახლის მოვლა.

„ვფიქრობთ, ველის ამბავი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად იქნება შემდეგი: დიდი ასორტიმენტი; ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობა; მარტივი და კომფორტული UX; კონკურენტული ფასები ტრადიციულ რეთეილთან მიმართებით; სწრაფი და უფასო მიტანის სერვისი, რაც გულისხმობს, რომ თბილისში მომხმარებლის კართან, საშუალოდ, 3 საათში მიგვაქვს შეკვეთა, რის შედეგადაც, მომხმარებელი ზოგავს 2 ძალიან მნიშვნელოვან რესურსს - დროსა და ფულს.“ - არჩილ ფირიაშვილი, veli.store-ის დირექტორი.

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მასშტაბით შეძენილი პროდუქტების მიწოდება იმავე დღეს, 3 საათში ხდება, ხოლო მიტანის სერვისი უფასოა.

ველი რეგიონების მასშტაბითაც ოპერირებს და ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია პლატფორმით ისარგებლოს. რეგიონების შემთხვევაში, მიწოდების დრო, ამ ეტაპზე, 3-5 სამუშაო დღეა.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე