ხატია დეკანოიძე - საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება არის უპირველესი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, არჩევნების გზით

საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება არის უპირველესი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, არჩევნების გზით, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სრულიად ოპოზიციური სპექტრი და მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი შეჯერებულია, რომ ხელისუფლება არ არის მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი.

,,ხელისუფლებას არ აქვს უნარი გაუმკლავდნენ უსაფრთხოების კრიზისს და უკრაინასთან მიმართებაში ვნახეთ ძალიან მძიმე, შეურაცხმყოფელი განცხადებები. საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება არის უპირველესი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, არჩევნების გზით და მოქალაქეების სურვილის გათვალისწინებით, სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო