ჯეიმს აპატურაი - მადრიდის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის

მე აქ ვიმყოფები ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ უნდა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ევროპაში სხვა პარტნიორების მიმართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა.

„არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს უკრაინის მხარდასაჭერად, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ და შევაჩეროთ ეს ომი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განვახორციელოთ რუსეთის იზოლაცია დიპლომატიური თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ზეწოლა მოვახდინოთ მასზე, შეაჩეროს ეს ომი. გარდა ამისა, ნატო-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, გააკეთონ მეტი ჩვენი უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოს მხარდასაჭერად და სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ. ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული უსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება,“- განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.

„რუსეთი კიბერთავდასხმებს ახორციელებდა უკრაინაში როგორც მანამდე, ვიდრე იქ საომარ მოქმედებებს დაიწყებდა, ასევე საომარი მოქმედებების პერიოდშიც. ასე რომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაძლიერდეს კიბერუსაფრთხოება და გვაქვს იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ასევე გვაქვს მოსაზრებები ჰიბრიდულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება ენერგოუსაფრთოებას საქართველოს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები წყვეტენ რუსეთიდან ენერგორესურსებით მომარაგებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაც აქ განვიხილეთ, ის თუ როგორ იყოს საქართველო უკეთ დაცული, მისი ენერგო ინფრასტრუქტურა, როგორ უნდა იყოს დაცული კიბერ თავდასხმისგან, ფიზიკური თავდასხმისგან.

ასე რომ, მადრიდის სამიტისთვის, სადაც მე ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის, ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული იდეები საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის“, - განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, საქართველოში მომავალ კვირას ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ჩამოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა