ჯეიმს აპატურაი - მესმის დასავლეთისადმი პრეზიდენტ ზელენსკის იმედგაცრუების - მე რომ კიევში ვიჯდე, თავს ზუსტად ისევე ვიგრძნობდი, როგორც ის

მე მესმის პრეზიდენტ ზელენსკის იმედგაცრუების: გაერო სრულიად პარალიზებულია ამ საკითხთან მიმართებით, ეუთო აბსოლუტურად პარალიზებულია - შეიარაღების კონტროლის შეთანხმება არ მუშაობს, რუსეთი გამოვიდა ან დაარღვია ყველა ინსტრუმენტი, ბუდაპეშტის მემორანდუმი და უკრაინის მიმართ აღებული ვალდებულებები დარღვეულია. აქედან გამომდინარე, მე რომ კიევში ვიჯდე, თავს ზუსტად ისევე ვიგრძნობდი, როგორც პრეზიდენტი ზელენსკი,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტის მიერ უსაფრთხოების სისტემების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა, უსაფრთხოების ახალი სისტემების შექმნას, აპატურაიმ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არღვევს მის მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებებს, ძნელი წარმოსადგენია, რა სახის სისტემა შეიძლება შეიქმნას.

„ვფიქრობ, რაც ამ კონფლიქტმა სინამდვილეში აჩვენა, არის ის, რომ ნატო-ს საკმაოდ კარგად შეუძლია მისი წევრების დაცვა. მაგრამ მე მესმის პრეზიდენტ ზელენსკის იმედგაცრუების, გაერო სრულიად პარალიზებულია ამ საკითხთან მიმართებით, ეუთო აბსოლუტურად პარალიზებულია - შეიარაღების კონტროლის შეთანხმება არ მუშაობს, რუსეთი გამოვიდა ან დაარღვია ყველა ინსტრუმენტი, ბუდაპეშტის მემორანდუმი და უკრაინის მიმართ აღებული ვალდებულებები დარღვეულია. ასე რომ, მე რომ კიევში ვიჯდე, თავს ზუსტად ისევე ვიგრძნობდი, როგორც პრეზიდენტი ზელენსკი. რა მოხდება ომის შემდეგ მე არ ვიცი, მაგრამ ევროპაში იქამდე, სანამ არ იქნება რუსეთი, რომელიც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დაემორჩილება ვალდებულებებს და არ იძალადებს მეზობლებზე, ჩემთვის ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რა სახის სისტემა შეიძლება იყოს ეს. მე ვფიქრობ, უკრაინის შემთხვევაში მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც გამყარებული იქნება კონკრეტული შესაძლებლობებით და სწორედ ამაზე ესაუბრება პრეზიდენტი ზელენსკი ბევრ ქვეყანას, თუმცა ჩემთვის რთული წარმოსადგენია როგორი არქიტექტურის უნდა იყოს ეს იმ რუსეთის პირობებში, რომელიც ახლა არის“,- განაცხადა აპატურაიმ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს