მოსამართლე - სასამართლო ავალდებულებს პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეაგირება დაავალა.

„სასამართლო ავალდებულებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა მისი ჯანმრთელობის კუთხით. შესაბამისად, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობის იმ ნაწილს, სადაც ავალებს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მის ჯანმრთელობას, ასევე გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ აცნობონ სასამართლოს“, - განაცხადა ჩახნაშვილმა.

ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში ექიმების მოსმენისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მათი შეშვების თაობაზე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი