ელენე ხოშტარიამ რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული კომპანიის მეშვეობით „სანქციებისგან თავის არიდების“ შესახებ ისაუბრა

პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული კომპანიის მეშვეობით „სანქციებისგან თავის არიდების“ შესახებ ისაუბრა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსეთის ავტორთა საზოგადოება „რაომ“ ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას წერილი გაუგზავნა, სადაც საუბარია, რომ ის ქართული კომპანიის „გერას“ მეშვეობით ესტონელებს სანქციებისგან თავის არიდებას სთავაზობს. ხოშტარიამ წერილი გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით, საუბარია, რომ იქიდან გამომდინარე, რომ „რაო“ სანქციების გამო ფულად ტრანზაქციებს ვერ ახერხებს, ის ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას სთხოვს, ჰონორარის გადარიცხვა საქართველოში მათი პარტნიორი ორგანიზაცია „გერას“ მეშვეობით აწარმოონ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, სახელმწიფო ამ კონკრეტული შემთხვევით უნდა დაინტერესდეს და ამასთან ერთად, უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რუსული კომპანიების მიერ სანქციებისთვის თავის არიდება და ქართული კომპანიების გამოყენება შეუძლებელი იყოს.

„მე მაქვს ოფიციალური საბუთები „გერას“ მიმართ რუსეთის მხრიდან არაერთგზის ფინანსური რესურსების მიღების შესახებ და პრაქტიკულად, ჩვენ პირდაპირ გაქვს დოკუმენტი იმისა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს სთავაზობს, საქართველოში არსებული კომპანიის გზით სანქციებს თავი აარიდოს.

მე ვიცი, რომ „გერაში“ გაერთიანებულები არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ვიმედოვნებ, რომ მათ ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და მსგავსი ინფორმაცია მათთვის იქნება საფუძველი, იმისა რომ „სისხლის მანქანასთან“ ურთიერთობა გაწყვიტონ.

აქ არის საუბარი ასევე, საქართველოს კანონმდებლობაზე, რომელიც მსგავსი მაქინაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ამ კონკრეტული კომპანიის რუსეთთან ურთიერთობები უნდა გამოიკვლიოს და უნდა შეცვალოს კანონმდებლობა, რომ ამ მექანიზმის ამუშავება არ მოხდეს, მათ შორის, სხვა კომპანიების მეშვეობით. სხვაგვარად ჩვენ პირდაპირ მონაწილეები ვიქნებით იმ „ბოროტების მანქანის“, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ეწირებიან,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი