ანა ნაცვლიშვილი - საჭიროა ოპოზიციის შიგნით არსებული რესურსების სტრატეგიული გააზრება და რესტარტი - ვერ მივესალმები მედიაში გადაძახილ-გადმოძახილს, ყველამ ვიცით ერთმანეთის მისამართები და ტელეფონები

საჭიროა ოპოზიციის შიგნით არსებული რესურსების სტრატეგიული გააზრება და რესტარტი - ვერ მივესალმები ზედაპირულ საუბარს და მედიაში გადაძახილ-გადმოძახილს, ყველამ ვიცით ერთმანეთის მისამართები და ტელეფონები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ვადამდელი არჩევნების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა ვადამდელი არჩევნები საზოგადოების დაკვეთა, ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების დაკვეთაა ხელისუფლების ცვლილება და რეფორმების განხორციელება.

„მე არ მჯერა, რომ ამ ხელისუფლებას რეფორმების რესურსი აქვს, მათ 10 წელი ჰქონდათ ამისთვის. ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინიც, რომ ქვეყანამ წინ უნდა იაროს, ამას ვერ მივაღწევთ ტელეეთერებში ერთმანეთთან საუბრით, ამას სჭირდება ძალიან სტრატეგიული გააზრება ოპოზიციის შიგნით არსებული რესურსების და სჭირდება რესტარტი, ეს რესტარტი მე არ მგონია, რომ არის ქუჩაში. თუ არის სერიოზული სურვილი, გზა გამოიძებნება, მე მგონია, რომ სერიოზული გააზრებაა საჭირო საკითხების, ვერ მივესალმები ზედაპირულ საუბარს და მედიაში გადაძახილ-გადმოძახილს. ყველამ ვიცით ერთმანეთის მისამართები და ტელეფონები,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო