ირაკლი ზარქუა - კარგი იქნება, თუ ჯეიმს აპატურაის მოასმენინებთ რადიკალური ოპოზიციის ბელადის განცხადებებს

კარგი იქნება, თუ ჯეიმს აპატურაის მოასმენინებთ რადიკალური ოპოზიციის ბელადის განცხადებებს, ეს არის პოლარიზაციის შემცირება?! ეს ხომ მცდელობაა, მეტად დაძაბოს სიტუაცია, აამხედროს ქართველი ქართველის წინააღმდეგ, შეიქმნას ჯგუფები "ამისისტები" და "იმისისტები", - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჯეიმს აპატურაის დღევანდელი განცხადებებიც ადასტურებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობიან გარემოში განვითარება, ამიტომ პოლიტიკური დაპირისპირება ყველამ უნდა დაივიწყოს და მუშაობას შეუდგენენ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.

„ჯეიმს აპატურაის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად მოვუწოდებდით, რომ შეეშვას პოზიციის რადიკალიზებას, გზების გადაკეტვას, მათი ამომრჩევლების გამოყენებას პირადი და პოლიტიკური ინტერესებისთვის. ამას ვამბობდით, დავსხდეთ, ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, გამოწვევები გვაქვს, ესაა ინფლაცია, რაც საკმაოდ მაღალია, ის, რომ განკარგვადი შემოსავალი ვერ იზრდება. ამაზეა სამუშაო და არა ის, რომ "აბა, ის გამოუშვით," "აბა, გზები გადავკეტოთ," ხომ ნახეს, რომ ამას შედეგი არ მოაქვს, ვერც მოიტანს იმიტომ, რომ ეს არ არის 2003 წელი, ეს ხომ ამერიკელებმაც უთხრეს მათ, რომ ეს კინო უკვე ნანახი აქვთ, ამიტომ გზების გადაკეტვის ნაცვლად დასხდნენ პარლამენტში და იმუშაონ,"- განაცხადა ზარქუამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს