რომან გოცირიძე - ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოსცეს ბრძანებულება და გვაჩვენოს საბაჟო კოდების მითითებით იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელსაც სულ მცირე აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება

ფინანსთა სამინისტრომ დღესვე უნდა გამოსცეს ბრძანებულება და გვაჩვენოს საბაჟო კოდების მითითებით იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელსაც სულ მცირე აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში “ბლეფია”, ტყუილია პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ თურმე საზღვარს აკონტროლებს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკითხი არ ეხება სამხედრო ტვირთებს და საუბარია ჩვეულებრივ, სამოქალაქო ტვირთებზე.

„არავითარი კანონი და მრავალთვიანი პროცედურები არაა საჭირო, რათა საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადოს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელიც არ გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთში - არც ექსპორტით, არც რეექსპორტით და საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული. ამას ერთი წუთი სჭირდება - მთავრობის მიერ განკარგულების გამოცემა და ფინანსთა სამინისტროს მიერ იმ სასაქონლო კოდების ჩამოწერა, რომლის გატანაც რუსეთში აკრძალულია. ეს არ ეხება სამხედრო ტვირთებს. თავს იმართლებენ, რომ ჩვენთან კონტრაბანდა და სამხედრო ტვირთები არ გადის. სამხედრო ტვირთებზე კი არ არის საუბარი, არამედ ჩვეულებრივ სამოქალაქო ტვირთებზე”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა