"ლელოს" ინიციატივას, რომელიც ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

"ლელოს" ინიციატივას, რომელიც ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომტეტმა მხარი არ დაუჭირა. "ეროვნული ანტიკორიფციული სააგენტოს შესახებ" კანონპროექტს მხარი მხოლოდ კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრებმა გიორგი ვაშაძემ და რომან გოცირიძემ დაუჭირეს.

უმრავლესობის პოზიციაა, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა საჭირო არ არის და სუს-ის შესაბამისი დეპარტამენტი კარგად მუშაობს.

როგორც ირაკლი ზარქუამ სხდომაზე განაცხადა, ამას მოწმობს Transparency international- ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგიც, რომლითაც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და რეგიონში მოწინავეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა, რომელიც კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ ეს მათი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგია, ხოლო ორგანიზაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმავე კვლევაში საუბარია, რომ "სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც 55 ქულით რეგიონში ლიდერობს. მისივე თქმით, ამავე კვლევაში საუბარო იყო ძირითად ინსტიტუციებზე ბიძინა ივანიშვილის გავლენებზეც.

თავად "ლელოში" კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებს სახელმწიფო უსაფრათხოების სამსახური, რომელიც დახურული უწყებაა, არ უნდა იძიებდეს.

როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის და სანდოობის ხარისხი იმ პირობებში, როცა მის ხელმძღვანელს პარლამენტის 2/3 აირჩევს, როგორც ეს მათ კანონპროექტშია მოცემული, გაცილებით მაღალი იქნება, ასევე გაცილებით ეფექტური იქნება მისი საქმიანობაც. გარდა ამისა, დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის კითხვარშიც არის კითხვები, რაზეც ქვეყანას არც თუ სახარბიელო პასუხის გაცემა მოუწევს.

"კითხვარი სწორედ ამ ტიპის კითხვებს სვამს, რაზეც ჩვენი კანონპროექტი პასუხს სცემს. დღეს არსებული კანონმდებლობა და ინსტიტუციური ჩარჩო ვერ აძლევს საკმარისად ეფექტიან პასუხებს კორუფციასთან ბრძოლას, არსებობს არაერთი ანგარიში და ჟუნალისტური გამოძიება, რომელიც საუბრობს კორუფციის სისტემურ და მასშტაბურ პრობლემაზე საქართველოში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, მისი განხილვა სხვა კომიტეტებში გაგრძელდება, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა