მარია ზახაროვა - რუსეთმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შედეგების შესახებ დიპლომატიური არხებით გააფრთხილა

რუსეთმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შედეგების შესახებ დიპლომატიური არხებით გააფრთხილა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ გავავრცელეთ ყველა ჩვენი გაფრთხილება, როგორც საჯაროდ, ასევე ორმხრივი დიპლომატიური არხებით. შვედეთმა და ფინეთმა იციან ამის შესახებ, მათ გასაკვირი არაფერი ექნებათ, ისინი ყველაფერზე ინფორმირებულები იყვნენ, თუ რას გამოიწვევს ეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, ფინეთის პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანებაზე დებატები მიმდინარეობს. შვედეთი ასევე განიხილავს წარადგინოს თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის განაცხადი.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ