მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გამოყვანაში შესაძლოა, ნატო-ს მოკავშირეები ჩაერთონ

ნატო-ს მოკავშირეები შესაძლოა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გამოყვანაში ჩაერთონ. ამის შესახებ ამერიკულ ტელეარხ CNN-ს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განუცხადა.

„იყო გარკვეული იმედი, რომ რუსებმა მარიუპოლიდან შესაძლოა დაუშვან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის უსაფრთხო გამოყვანა. ამაში ნატო-ს მოკავშირეები ჩაერთვებიან, თუ ეს მოხდება“ , - აღნიშნა ნულანდმა.

მისივე თქმით, ასეთი შეთანხმება ადრე არაერთხელ ჩაიშალა და საბოლოო ჯამში, რუსების გადასაწყვეტია უსაფრთხო გასასვლელების დაშვება.

ნულანდმა დასძინა, რომ მარიუპოლის ალყა "ამ ომის სისასტიკეზე" და ომის დანაშაულებზე მეტყველებს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სჩადის.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ