ვლადიმერ პუტინი - ახალი ბალისტიკური რაკეტა ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს დაგვემუქროს

ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენს ქვეყანას დაემუქროს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ,,სარმატი" გამოცდის შემდეგ განაცხადა.

„გილოცავთ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ წარმატებით გაშვებას. ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს“, - აღნიშნა პუტინმა.

მედიის ინფორმაციით, „სარმატს“ დასავლელმა ანალიტიკოსებმა „სატანა 2“ უწოდეს და ის რუსეთის შემდეგი თაობის რაკეტებს შორისაა, რომელსაც პუტინმა "უძლეველი" უწოდა. იგი საბჭოთა ეპოქის Voevoda ICBM-ის ჩასანაცვლებლადაა შექმნილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ რუსეთში, პლესეცკის კოსმოდრომზე ჩატარდა.

„სარმატი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტაა სამიზნეების განადგურების ყველაზე დიდი დიაპაზონით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო ძალას“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყებამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის