იუნესკოს გენერალური დირექტორი და უცხოელი კოლეგები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ

იუნესკოს გენერალური დირექტორი, არგენტინის, საუდის არაბეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იუნესკოს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში მადლიერებას იმ კონსტრუქციული როლისთვის გამოხატავს, რომელსაც საქართველო იუნესკოსთან თანამშრომლობის კონტექსტში ასრულებს.

“საქართველო ორგანიზაციის ძალისხმევას განათლების, კულტურის, მეცნიერების და გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობისთვის აქტიურად უჭერს მხარს,“- აღნიშნავს იუნესკოს გენერალური დირექტორი.

ასევე არგენტინის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სანტიაგო კაფიერო ქართველ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და წერს, რომ საქართველოსა და არგენტინას ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

”ჩვენს საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით, შეგიძლიათ იმედი გქონდეთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, მომავალშიც ხელს შევუწყობ,“- აღნიშნავს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თავის ოფიციალურ მიმართვაში, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაისალ ბინ ფარან ალ საუდი ასევე, ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივი ურთიერთობების განხილვისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით მზადყოფნას გამოთქვამს.

საქართველოს პირველ დიპლომატს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მუხტარ ტლეუბერდიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ, ჩვენი ხალხების სასიკეთოდ მომავალშიც განაგრძობენ განვითარებას. გამოვხატავ იმედს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომა ყაზახეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას ხელს შეუწყობს,“ - წერს მუხტარ ტლეუბერდი.

„ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ძალისხმევით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“,- წერს მისალოც წერილში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჟიდინ მუჰრიდინი.

ქართველი კოლეგისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარების იმედს გამოთქვამს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა