იაგო ხვიჩია - იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საჯაროდ უნდა განაცხადოს საკუთარი პარტიის დაშლის შესახებ, როგორც კი ეს მოხდება, პოლიტიკური სპექტრი გინდა არ გინდა შეიცვლება

იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საჯაროდ უნდა განაცხადოს საკუთარი პარტიის დაშლის შესახებ - ეს გამოიწვევს ქაოსს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ხოლო ქაოსი ის დროა, როცა ყველას აქვს შანსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ცვლილებების თაობაზე და აღნიშნა, რომ ცვლილებებისთვის მხოლოდ აქციები საკმარისი არ არის და ამისთვის "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაა საჭირო.

„საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს, მაგრამ საჭიროა იდეა, თუ როგორი იქნება ქვეყანა შემდეგ, ქუჩაში გამოსულ მომიტინგეთა წარმატების შემთხვევაში. თუ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, 200 000 - ს კი არა 2000 კაცსაც გაუჭირდება გამოსვლა. „ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად შეუძლია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარდატეხის და ცვლილების შეტანა, ოღონდ ამისთვის აქციების გზა მგონი, საკმარისი არ არის, ეს გამოვცადეთ და ვნახეთ, რომ არაფერი იცვლება. იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საჯაროდ უნდა განაცხადოს საკუთარი პარტიის დაშლის შესახებ. როგორც კი ეს მოხდება, პოლიტიკური სპექტრი გინდა არ გინდა შეიცვლება. თვალი დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ არსებობს და "ქართული ოცნება" ვერ იყენებს მთავარ იარაღს - ხალხის დაშინებას "ნაციონალური მოძრაობის" მეშვეობით. "ნაციონალური მოძრაობის" გაქრობა გამოიწვევს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქაოსს, ხოლო ქაოსი ის დროა, როცა ყველას აქვს შანსი, რადგან არავინ იცის, რა მოხდება,"- განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ თუკი ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობით" აშინებს საზოგადოებას, ამ პარტიის დაშლის შემდეგ სხვა მიზეზებითაც შეიძლება დაშინება, ხვიჩია პასუხობს, რომ "ნაცმოძრაობის" როგორც საფრთხობელად წარმოჩენაში ბევრი ინვესტიციაა ჩასხმული და ეს თუ ჩამოიშლება, ერთ დღეში ასეთი მტრის ხატების შექმნა ვერ მოხერხდება.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა