„ქართული ოცნება“ - საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფო, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით 2021-27 წლებში მსოფლიოში მესამე, ევრაზიის კონტინენტზე კი - პირველი ქვეყანა იქნება.

როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პარტიამ დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაავრცელა, 2027 წლისთვის, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 9,200 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის, იმავე ტენდენციით, 12,500 დოლარს გადააჭარბებს, რითაც საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

„აქედან ჩანს, რომ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მინიშნება 2030 წელზე კონკრეტულ გათვლებზე იყო დაფუძნებული და ამ გათვლებს მყარი რაციონალური საფუძველი ჰქონდა. საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფო. ეს არის ის, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და სხვა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეები. ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს. ამაზე ოცნებობს თითოეული ქართველი, რომლისთვისაც სიტყვა სამშობლო ძვირფასი და ღირებულია. გვჯერა, რომ ქართული ოცნება ერთიან და ძლიერ საქართველოზე აუცილებლად ახდება!“- ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 და 2020 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 2012-21 წლებში საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდიდან 60 მილიარდამდე გაიზარდა.

„8 მილიარდიდან 19,5 მილიარდამდე გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები. აღიკვეთა ე.წ. ელიტური კორუფცია - ყველა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 3-ჯერ გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. 10-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების სამუშაოების მოცულობა. განხორციელდა 300 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება. ამოქმედდა მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები.

მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 350 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, შეჩერდა საქართველოს მოსახლეობის კლება. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვა ქმედითი მექანიზმები. 3-ჯერ გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ასევე, გასამმაგდა განათლების, კულტურისა და სპორტის დაფინანსება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა