დავით სერგეენკო სააკაშვილის განცხადებაზე - მღელვარების და სახელმწიფო გადატრიალების დაანონსებაში, რაიმე სიახლე არაა, 2020 წლის შემდეგ, როცა მესამე არჩევნები წააგეს, ამას პერმანენტული სახე აქვს

სახალხო მღელვარების და სახელმწიფო გადატრიალების დაანსონებაში, რაიმე სიახლე არ არის, 2020 წლის შემდეგ, როცა მესამე არჩევნები წააგეს, ამას პერმანენტული სახე აქვს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ცვლილებებზე.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის ლეგიტიმური გზა არჩევნებია, სადაც მოსახლეობამ საკუთარი ნება უკვე გამოხატა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ დღის წესრიგში შესვლას და ანალიტიკას არ ვაპირებ, მთავრობის ცვლილების სწორი და ლეგიტიმური გზა არის არჩევნები, არჩევნებში მოსახლეობამ დაამტკიცა მისი არჩევანი და მმართველი ძალა არის ის, რომელიც არის. რაიმე პრინციპული სიახლე, სახალხო მღელვარების და სახელმწიფო გადატრიალების დაანონებაში, არ არის. მეტ-ნაკლები სიხშირით ეს შეიმჩნეოდა 2012 წლის მერე და 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა მესამე არჩევნებო წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამან პერმანენტული სახე მიიღო, ასე რომ, ამაში სიახლე არაფერია,"- განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების დაანონსებად განიხილავს თუ არა, სერგეენკო აცხადებს, რომ რეალურად ასეც შეიძლება ინტერპრეტირდეს, თუმცა ესეც იურიდიული ტერმინია, სახალხო გამოსვლები, მასობრივი მღელვარება, რომელსაც უნდა მოჰყვეს მთავრობის ცვლილება.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანებმა ცვლილებები უნდა მოითხოვონ.

"ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, ვერაფერი წინ ვერ აღუდგება, როდესაც ადამიანები დგანან ერთად, ხელს ჩაკიდებენ, მიუხედავად განსხვავებებისა. ეს თავისუფლად შეიძლება იყოს 200 ათასი ადამიანიც და არა რაღაც მორიგი აქცია, უბრალოდ, ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ცვლილებები,"- განაცხადა სააკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს