კახა კალაძე - ჩვენმა პარტიამ მოახერხა მაშინდელი პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება

ჩვენმა პარტიამ მოახერხა ქვეყანაში არსებული მაშინდელი პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს სწორი, ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში, პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით წერს.

კალაძის თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა დასახული მიზნებისკენ სვლა და უდიდესი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლაში, სწორად განვითარებაში პარტიული კვალის დატოვება.

„10 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის სულისკვეთების მხარდამხარ, საქართველოს საოცნებო მომავლის შენების სურვილით გულანთებულები შევიკრიბეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და დავაარსეთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ჩვენმა პარტიამ მოახერხა ქვეყანაში არსებული მაშინდელი პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს სწორი, ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება! დიდი გამოწვევაა პარტიისთვის გარე მტრისგან მომავალ საფრთხეებთან გამკლავება, დიდი ტვირთია შინაურ მტერთან პოლიტიკური დაპირისპირება, ყოველმხრივ გააზრებული პოლიტიკის გატარება და ამ რთულ ვითარებაში ქვეყნის სწორად მართვა. ამავდროულად, დიდი სტიმულია ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. დიდი პასუხისმგებლობაა დასახული მიზნებისკენ სვლა და უდიდესი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლაში, სწორად განვითარებაში პარტიული კვალის დატოვება-უკეთესი საქართველოსთვის, მშვიდობიანი საქართველოსთვის, დოვლათიანი საქართველოსთვის, ჩვენი ყველას საოცნებო საქართველოსთვის!“- წერს კალაძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს