ალუდა ღუდუშაური - დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი, მას ისტორია სათანადოდ დააფასებს

დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი, მას ისტორია დააფასებს სათანადოდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გამოდიან სააკაშვილის დიქტატიდან, კომიკურ დღეში არიან.

„დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი და მას ისტორია დააფასებს სათანადოდ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ყველა ის პირი, ვინც ის რეჟიმი ქართველ ხალხთან ერთად სამართლიანად დაასრულა. უმადურები არ უნდა ვიყოთ, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლით პრაქტიკულად გამოვიდა კომფორტის ზონიდან და ქართველ ხალხთან ერთად დაასრულა ის ტირანია და რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ამ ქვეყანაში განვითარების საშუალებას უსპობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ გამოდიან სააკაშვილის დიქტატიდან, ხედავთ, როგორ კომიკურ დღეში არიან, დღესაც სააკაშვილის ზრახვებს დამონებულები აკეთებენ იმას, რაც ამ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი და საზიანოა", - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, მთელი ამ ხნის მანძილზე ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ემსახურება ადამიანის უფლებებს და ადამიანის კეთილდღეობას, მაშინ როცა წარსულში მათი უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი.

"ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ დღეს თუ არა ხვალ რეპრესიის მანქანა მის კარზე დააკაკუნებდა, „გააკულაკებდა“, ბიზნესს, სიცოცხლეს, ოჯახის წევრს წაართმევდა. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. დანარჩენი ყველა ის სიკეთე - საკანონმდებლო ცვლილებები, სოციალური პროგრამები, სახელმწიფო ინტერესების, უსაფრთხოების დაცვა, სტრატეგიული ინტერესების განვითარება, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მთავარ რამეს - ადამიანი, ადამიანი და ისევ ადამიანი,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი