„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე ფორმულირებული ჩანაწერით უფრო მეტად გაფართოვდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს.

„ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სათანადო სოციალური გარანტიებით თანაბრად ისარგებლებენ როგორც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლები, ასევე ის თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებით არ არიან აღჭურვილნი“, -განაცხადა მომხსენებელმა.

გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები.

კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ალუდა ღუდუშაურის განმარტებით, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონში შესატან ცვლილებებს.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა