„ლელო" საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებს, კერძოდ, გეორგიევსკის ლენტის, ასევე Z- და V სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს

„ლელო" საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებს, კერძოდ, წმინდა გიორგის ლენტს, ასევე Z- და V სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს. აღნიშნულთან დაკავშირებით "ლელოს" წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„გაგაცნობთ "ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც რუსული რაშიზმის აგრესიული პროპაგანდის სიმბოლოების აკრძალვას შეეხება.

დღეს, როცა თავისუფალი სამყარო ებრძვის რუსეთს უკრაინაში იმისთვის, რომ თავისუფლება, დემოკრატია და უკრაინის სუვერენიტეტი დაიცვას, ყველას გვესმის, რომ ყველანაირი მცდელობა, მათ შორის პროპაგანდისტული გზავნილებით და პროპაგანდისტული სიმბოლოების გამოყენებით რუსეთის აგრესიის და პუტინის რაშიზმის გამართლება, დაცვა არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას. ასეთი სიმბოლოები, რომელიც ჩვენი შეხედულებით უნდა აიკრძალოს, ეს არის წმინდა გიორგის ლენტი, რომელსაც სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ საჯარო სივრცეში ჩვენს ქვეყანაში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ს და V-ს გამოყენება ასევე ჩვენი აზრით უნდა გახდეს დასჯადი ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, რუსეთი აგრესიას ახორციელებს არა მხოლოდ იარაღის ძალით, არამედ რუსული პროპაგანდის მეშვეობითაც და ქართველმა კანონმდებლებმა ამაზე თვალი არ უნდა დახუჭონ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართულმა კანონმდებლობამ თვალი უნდა გაუსწოროს ამ რეალობას და შესაბამისად ასახოს ის, ამიტომ უნდა მოხდეს ამ მოქმედებების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანა, როგორც დასჯადი ქმედების. საქართველოში ვცხოვრობთ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად გვაქვს 2008 წლის ომი, საქართველოს სახელმწიფოს, რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული 200 წლიანი ომი და ამავე დროს, როცა საქართველოში არიან ამ ბარბაროსული აქტების თვითმხილველები, გადამტანები და მსხვერპლები უკრაინის მოქალაქეები, მათ თბილისის ქუჩებში არ უნდა ხვდებოდეთ მათი ცხოვრების და მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული ომის გამამართლებელი სიმბოლოები,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო