პაატა მანჯგალაძე - ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორედ ბიძინა ივანიშვილიდან გამომდინარე, საქართველოსთვის არ სცალია - მათ საზრუნავს მხოლოდ ივანიშვილის უსაფრთხოება წარმოადგენს

ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ სწორედ ბიძინა ივანიშვილიდან გამომდინარე, საქართველოსთვის არ სცალია - მათ საზრუნავს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება წარმოადგენს, - ასე ეხმაურება სახელისუფლო პარტიის ათი წლის იუბილეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

მანჯგალაძის შეფასებით, ქვეყანაში დარღვეულია დემოკრატიის მთავარი პრინციპი - ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება, რაც იმიტომ ხდება, რომ “ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშეა ანგარიშვალდებული.

მისივე შეფასებით, დემოკრატია ქვეყანაში წლიდან წლამდე უკან მიდის, ხოლო მმართველმა პარტიამ მთელი ათი წელი ქიმერებთან ბრძოლაში დაკარგა.

“მოიგონეს შეთქმულება, თითქოს ვიღაც ტრენინგით გადატრიალებას აპირებდა. აი ასეთ ქიმერებთან ბრძოლაში ხარჯავს დროს “ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ გადაფაროს მთავარი საკითხი, რაც არის ხელისუფლების ვალდებულება - ხალხის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვა. “ქართულ ოცნებას“ არც ერთი მიმართულებით პროგრესი არ აქვს - გაზრდილია სიღარიბე, უმუშევრობა, ინფლაცია, ხალხი ქვეყნიდან მიდის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა