გიგი წერეთელი - თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკისა და დემოკრატიის მხრივ რეალურ მძიმე მდგომარეობას საქართველოში, „ქართული ოცნების“ განცხადება გამოდის ცარიელი ფურცელი, რომელიც ერთი ადამიანის საამებლადაა დაწერილი

თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკისა და დემოკრატიის მხრივ რეალურ მძიმე მდგომარეობას საქართველოში, „ქართული ოცნების“ საიუბილეო განცხადება გამოდის ცარიელი ფურცელი, რომელიც ერთი ადამიანის საამებლადაა დაწერილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის განცხადება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, იყოს ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან და ის პარალელური სამყარო, სადაც ყველაფერი კარგადაა, შექმნილი იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ადამიანმა სულიერი კომფორტი იგრძნოს და მას განცდები არ ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პარტია საქართველოში საქმეს ვერ აკეთებს.

„რეალობა კი არის სულ სხვა. როგორ შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ დიდ ეკონომიკურ მიღწევებზე, სიღარიბის აღმოფხვრაზე, ან ასე შემდეგ, როდესაც ვნახულობთ, როგორია შემოსავლები, ვხედავთ როგორია ჩვენი ადამიანების მსყიდველუნარიანობა, რამდენი ადამიანი დაემატა სიღარიბის პროგრამას, მათი რეკორდული ციფრებია, ვნახოთ როგორია ფასები ამ წლების განმავლობაში, როდესაც საწვავი 4 ლარი ღირს და დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ძალიან მძიმე ციფრებია და საერთოდ, საქართველოს მოსახლეობა როგორ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. ამას თუ დაემატება კიდევ დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების პრობლემები და სხვადასხვა ადამიანთა უფლებების საკითხი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი პარტნიორების ყველა დასკვნაშია ასახული, განსაკუთრებით ბოლო დასკვნებში, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ცარიელი ფურცელი დარჩება, სადაც არის მხოლოდ განცხადებები ერთი ადამიანის საამებლად,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა