ირაკლი ქადაგიშვილი Freedom House-ის ანგარიშზე - თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის რეპორტი სასარგებლო რჩევას ან სურათს დაგვანახებს, ამას გავითვალისწინებთ, მაგრამ ბიბლიური ჭეშმარიტება ჩვენთვის ეს არ არის

თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის რეპორტი სასარგებლო რჩევას ან სურათს დაგვანახებს ამას გავითვალისწინებთ, მაგრამ ბიბლიური ჭეშმარიტება ჩვენთვის ეს არ არის, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა Freedom house-ის ანგარიშის შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში მოცემული გარკვეული თემები კითხვებს აჩენს. ქადაგიშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით, გამაოგნებელი იყო ოკუპირებული ტერიტორიების შეფასების ნაწილი.

„Freedom house-ის ანგარიში საყურადღებოა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანგარიშში ხშირად არის წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, ისეთი მოცემულობები, რაც წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებებთან და ამ შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიების შეფასების ნაწილია აბსოლუტურად გასაოცარი და გამაოგნებელი. აქედან გამომდინარე ხშირად ჩნდება სამართლიანი შეკითხვები, რამდენად სწორია მეთოდიკა, რამდენად პოლიტიკურად მიუკერძოებელია. საქართველო ყველა მიმართულებით არის თავისუფალი ქვეყანა, კონკრეტული ფაქტებია, რომელსაც არ აქვს ტენდენციის და მასობრივი ხასიათი, ასეთი იყო 5 ივლისი, რაც იყო კონკრეტული ცუდი ფაქტი. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათზე საქმე აღიძრა და სასამართლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. პრობლემებზე და გამოწვევებზე ჩვენთან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები არსებობს. მიგვაჩნია, რომ საქართველო დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხით განუხრელად წინ მიიწევს. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის რეპორტი სასარგებლო რჩევას ან სურათს დაგვანახებს ამას გავითვალისწინებთ, მაგრამ ბიბლიური ჭეშმარიტება ჩვენთვის ეს არ არის,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, “ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდეა შემცირებული. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს 2.50-დან 2.25-მდე შემცირდა საქართველოს ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ინდექსი, რისი მიზეზიც, ორგანიზაციის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების კოლაფსი და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტორების ქმედებების გამო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა. 4.25-დან 4.00 ქულამდეა შემცირებული სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი, რაც ასახავს შემწყნარებლურ გარემოს ძალადობრივი ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან 2021 წლის ივლისში განხორციელებულ თავდასხმებზე “თბილისი პრაიდსა“ და მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც დაგეგმილი “ღირსების მარშის“ გაშუქებას გეგმავდნენ. ანგარიშის თანახმად, 2.75-დან 2.50-მდეა შემცირებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგი. “ეს განპირობებულია სასამართლო სისტემაში კრიზისის გაგრძელებითა და გაუარესებით, რაც გამოიხატება ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეების პოლიტიზებულ განხილვაში და მთავრობის მხრიდან რეფორმების განხორციელების წარუმატებლობაში”, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და შეფასებულია, როგორც გარდამავალ - ჰიბრიდული რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ანგარიშში საქართველოს ქულა 36 იყო.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი