NDI - გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები ევროკავშირი, აშშ და თურქეთი არიან.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ხოლო რუსეთთან პარტნიორობის მხარდაჭერამ იკლო.

გამოკითხულთა 42% და 40% შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს. აშშ-ს პოლიტიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 35% ასახელებს, ხოლო ეკონომიკურ პარტნიორად 28%; თურქეთი 17%-ისა და 26%-ის აზრით, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია.

რაც შეეხება რუსეთს, გამოკითხულთა 13% მიიჩნევს მას პოლიტიკურ პარტნიორად, 16% კი ეკონომიკურ პარტნიორად.

ამასთან, გამოკითხულთაგან ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა. 25-25% მიჩნევს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის გავლენა საქართველოზე გაიზარდა, ხოლო საქართველოზე ნატო-ს გავლენის გაზრდაზე 17%-მა უპასუხა დადებითად.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ნატო-ს გავლენა საქართველოზე არ შეცვლილა. 35-35% ფიქრობს, რომ არც აშშ-სა და ევროკავშირის გავლენა შეცვლილა საქართველოზე, ხოლო რუსეთის შემთხვევაში ეს მონაცემი 24%-ს შეადგენს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა რუსეთის გავლენას უარყოფითად, ხოლო ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ს გავლენას დადებითად აფასებს.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%

საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა