გიგა ბოკერია - „ლელო” კვლავ ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით ცდილობს საზოგადოების ფოკუსის გადატანას, ჩვენს პრობლემას პუტინისტი მთავრობა წარმოადგენს და არა რაღაც სიმბოლოები

საპარლამენტო ოპოზიცია, კერძოდ, „ლელო” კვლავ ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით ცდილობს საზოგადოების ფოკუსის გადატანას, ჩვენს პრობლემას პუტინისტი მთავრობა წარმოადგენს და არა რაღაც სიმბოლოები, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ლელოს” ინიციატივას სიმბოლოების აკრძალვაზე.

როგორც გიგა ბოკერია განმარტავს, პრობლემაა მთავრობა, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს, „ პუტინისტი, ოპორტუნისტი და კოლაბორაციონისტია“.

„საპარლამენტო ოპოზიცია და “ლელო” კვლავ სრულიად ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით ცდილობს საზოგადოების ფოკუსის გადატანას. სიბრიყვის ზღვარზე, თუ უბრალოდ ნებისმიერი აქტივობის ჩვენების ხარჯზე უნდათ აჩვენონ, რომ რაღაცას აკეთებენ. მცდელობა, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს სიმბოლოები, არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენი პრობლემაა მთავრობა, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს, პუტინისტი, ოპორტუნისტი და კოლაბორაციონისტია.

ასევე, ქვეყნის შიგნით გვყავს პუტინისტების ქსელი, რომელიც ძალადობას სჩადის, პირდაპირ არიან დაკავშირებულნი ჩვენი მტრის რეჟიმთან ადმინისტრაციულად. მათ მიმართ არ იდგმება ის ნაბიჯები, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით სრულიად ლეგიტიმურად გადასადგმელია. ამ დროს ფოკუსის იქით წაყვანა, რომ რაღაც კანონმდებლობაშია შესაცვლელი, თან ასე ბრიყვულად, რომ რაღაც Z აიკრძალოს ან V, არ ვიცი ამას რა სახელი უნდა დავარქვა“,- აღნიშნავს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ „ლელო" საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებს, კერძოდ, წმინდა გიორგის ლენტს, ასევე Z- და V სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს