ანა ბიერდე აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრას მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ანა ბიერდე სოციალურქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მასთან ერთად მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

ანა ბიერდე წერს, რომ ლაშა ხუციშვილთან საუბრისას მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების, საწარმოთა ზრდის, განვითარების პოტენციალის სრული რეალიზების, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

„შევხვდი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს. მასთან ერთად განვიხილე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების, საწარმოთა ზრდისა და განვითარების პოტენციალის სრული რეალიზების, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების, რეგიონული კავშირების გაძლიერებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს", - წერს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა