გიგი წერეთელი - ვადამდელი არჩევნების თემა დაიწყო იმ დღიდანვე, როცა 2020 წელს ვნახეთ, როგორ ჩატარდა არჩევნები - ქუჩაში გამოსვლა ის კი არ არის, სადღაც შევარდნენ და დაამტვრიონ ყველაფერი, ეს ნიშნავს, რომ შენ, ხელისუფლება, აღარ უნდიხარ ხალხს

ვადამდელი არჩევნების თემა დაიწყო იმ დღიდანვე, როცა 2020 წელს ჩვენ ვნახეთ როგორ ჩატარდა არჩევნები. არასწორი იყო, როდესაც დაიწყო პარლამენტის ლეგიტიმაციის ამბავი, პირდაპირ ვამბობ, მაშინ ამხელა ამბავი მართლა არ უნდა ატეხილიყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, როცა პოზიციას არ ინარჩუნებ მტკიცედ, მაშინ ყველაფერი უფასურდება.

„ვადამდელი არჩევნების თემა დაიწყო იმ დღიდანვე, როცა 2020 წელს ჩვენ ვნახეთ როგორ ჩატარდა არჩევნები, შემდეგ იყო ოპოზიციის ბოიკოტი, რომელსაც მოჰყვა გადაწყვეტილებები. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვფიქრობთ, რომ არასწორი იყო, როდესაც დაიწყო პარლამენტის ლეგიტიმაციის ამბავი. მაშინ, პირდაპირ ვამბობ, მართლა ამხელა ამბავი არ უნდა ატეხილიყო. დღეს გვახსენებენ ხოლმე 2016 წელს და აქვე უნდა ვთქვა, როცა მიდის დისკუსია, ჩვენ ვამბობთ, რომ არ ღირდა ამ პარლამენტში შესვლა, ბოლომდე უნდა დაეცვა პოზიციები მთელ რიგ პარტიებს. ყველაზე რთული, რაც იყო „ქართული ოცნებისთვის“, საერთაშორისო არენაზე განსაკუთრებით, იყო ის, რომ მარტო რჩებოდა პარლამენტში და ამან მოიტანა გარკვეული შედეგები მაშინ.

2016 წელს გაყალბება იყო, მაგრამ ასეთი საყოველთაო ბოიკოტი ოპოზიციას არ გამოუცხადებია. არავის არ უთქვამს, რომ ჩვენ ახლა გავალთ პარლამენტიდან და ამას არ ვცნობთ, 2020 წელს კი ეს მოხდა და თუკი ეს მოხდა და შემდეგ შენ ამ პროცესს არ მიყვები, არ ინარჩუნებ ამ პოზიციას მტკიცედ, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან უფასურდება ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეს იყო შეცდომა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

კითხვაზე, არის თუ არა საზოგადოებაში ის განწყობა, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და ეს პროცესი ვადამდელ არჩევნებს მოიტანს, გიგი წერეთელი პასუხობს, რომ „ამ წუთას ეს ასე არ არის, მაგრამ აუცილებელია“ ეს მოხდეს.

„ამ წუთას ეს ასე არ არის, მაგრამ წარმოუდგენელია ქვეყანაში, რომელსაც ამგვარი ეკონომიკური პარამეტრები აქვს, უმუშევრობა იქნება, ლარის კურსი თუ ფასები, რომელიც ყოველდღიურად მიფრინავს. ადამიანებს აღარ შეუძლიათ არაფრის კეთება უკვე, ვეღარც ფიქრობენ ვერაფერზე უკვე, არ შეიძლება ასეთ საზოგადოებაში არ იყოს ცვლილებების სურვილი, ოღონდ ოპოზიციის ამოცანა ის არის, რომ სწორი ფორმატი, სწორი ჩარჩო მონახოს, სწორი საკითხები წინ წამოწევით, რომ ხელისუფლებას აგრძნობინოს, მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას და რაღაც მომენტში შეიძლება ეს მოხდეს.

აქ არის საუბარი ისეთივე დემოკრატიულ წნეხზე, როგორიც არის ბევრ ევროპულ ქვეყანაში. იქ შეიძლება გადასახადის 2%-ით მომატებამ ან რომელიმე არასწორმა მოქმედებამ საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვიოს.

ქუჩაში გამოსვლა ის კი არ არის, რომ სადღაც შევარდნენ და დაამტვრიონ ყველაფერი, ქუჩაში გამოსვლა ნიშნავს, რომ შენ, ხელისუფლება, აღარ უნდიხარ ხალხს. როდესაც სამსახურში ხარ და შენი მოსამსახურეების 90 ან 100 პროცენტი გაიფიცება, ესე იგი რაღაც პრობლემა გაქვს ხომ? ან უნდა მოელაპარაკო, შეცვალო შენი პოლიტიკა, ან უნდა შეცვალო შენი თავი და წახვიდე ამ პოსტიდან და დაუთმო სხვას.

მე ვფიქრობ ეს აუცილებელია, რაც უფრო მალე მოხდება მით უფრო მიიპყრობს საქართველო ყურადღებას, მით უფრო მეტად მიიღებს მხარდაჭერას, რომ მომავალში მას ჰქონდეს უფლება, რომ გააღწიოს ამ საშინელი წრიდან, რომელიც რუსეთმა შექმნა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა