გია ვოლსკი - გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ - მდგომარეობის შეფასება გაცილებით უკეთ ვიცით, ვიდრე NDI-მ

NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით არ გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, არც ჩვენ და არც საზოგადოებას, რადგან ვერც ერთხელ ვერ იქნა მისი ციფრები მიახლოებული იმ რეალობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ხელისუფლებამ მდგომარეობის შეფასება უკეთ იცის, ვიდრე NDI-იმ.

„რასაკვირველია გვაქვს საფუძველი, რომ არ ვენდოთ, მაგრამ რეალურად, მდგომარეობის შეფასება გაცილებით უკეთ ვიცით, ვიდრე NDI-მ. უსაფუძვლოა, არავითარი ნდობა NDI-ს ამ ნაწილში არ შეიძლება ჰქონდეს. თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ამხელა რეიტინგი დაუწერა NDI-მ თავისი დამოკიდებულების გამო. ყველა ადასტურებს იმას, რომ საქართველო ეკონომიკური სანქციების განხორციელების არანაირი რესურსი არ გააჩნია და ამ დროს NDI წერს საპირისპირო მონაცემებს. ასე რომ, ბევრი შეუსაბამობა არის, გარდა იმისა, რომ დამოკიდებულება არის საკმაოდ ნიჰილისტური. ეკონომიკური დამოკიდებულება, რომ არსებობს სწორედ ამიტომ არის სანქციების დაწესების რესურსი, რომ არ გააჩნია საქართველოს და რუსეთს გააჩნია საქართველოს ეკონომიკურად დანგრევის სერიოზული რესურსი, რაც ყველას ესმის ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და საქართველოშიც“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო