სენატორი გარი პეტერსი - ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ გააცნობიერა, რომ ერთად უნდა ვიდგეთ -  მე, როგორც ამერიკელი სენატორი,  ვიღებ ვალდებულებას, გაგრძელდეს მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი

მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. იმან, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ, აჩვენა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მთელი მსოფლიო დადგეს ერთად და დემოკრატიები გაძლიერდეს ჩვენი ერთობით, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა გარი პეტერსმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სენატორმა ისაუბრა უკრაინელების მიმართ რუსეთის აგრესიაზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ გააცნობიერა, რომ ერთად უნდა ვიდგეთ.

„ჩვენ საშინელი აგრესია ვიხილეთ რუსეთის მხრიდან უკრაინელების მიმართ. უკრაინელები მართლაც დაუჯერებელ სიმტკიცეს და სიმამაცეს იჩენენ და ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, როგორც ჰუმანიტარულად, ასევე სამხედრო დახმარებით. რაც იყო ყველაზე შთამბეჭდავი ამ კვირების განმავლობაში, არა მარტო უკრაინელი ხალხის სიმამაცე, არამედ ის, რომ მსოფლიოში ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ გააცნობიერა, რომ ერთად უნდა ვიდგეთ, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც არის საჭირო, რათა უკუვაგდოთ აგრესია, რაც მომდინარეობს პუტინისა და სხვებისგან. მე, როგორც ამერიკელი სენატორი, ვიღებ ვალდებულებას, გაგრძელდეს მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი, რათა გაძლიერდეს და განვითარდეს დემოკრატია“, - განაცხადა სენატორმა გარი პეტერსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო