სენატორი კრის კუნსი - ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი - ვხედავთ, რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყანა რეგიონში და მსოფლიო არენაზე

თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია მიმდინარეობს უკრაინაში. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ, - ამის შესახებ აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სენატორმა ისაუბრა საქართველო-აშშ-ს პარტნიორობაზე ისაუბრა და განაცხადა, ხედავენ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო რეგიონსა და მსოფლიო არენაზე.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი 30 წელია, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება.

თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია მიმდინარეობს უკრაინაში. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაეროში, კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა.

ჩვენ ყველანი, დელეგაციის მასშტაბით, ნამდვილად მხარს გიჭერთ და მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას. დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეული არის საქართველოში ხალხის მიერ, 1992 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია და ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ და არ მოხდეს პოლარიზება და დაყოფა, არც შიგნით და არც გარეთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დღეს დელეგაცია და მიზნობრივად ვართ აქ. ჩამოვედით იმიტომ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი. აქ ვართ იმიტომ, რომ ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის“, - განაცხადა აშშ-ს სენატორმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა