თინა ბოკუჩავა - ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ერთ ოლიგარქს, საერთაშორისო პარტნიორები ამას აღიქვამენ არამხოლოდ როგორც დემოკრატიულ გამოწვევას, არამედ საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევას

ხელისუფლება უზურპირებულია და ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ერთ ოლიგარქს, საერთაშორისო პარტნიორები ამასაც აღიქვამენ არამხოლოდ როგორც დემოკრატიულ გამოწვევას, არამედ საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებაზე, რომელიც მისი შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ისინი ეძახიან პრაგმატულ პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში, სინამდვილეში ეს არის მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელი. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა, ეს ძალიან კარგად ესმით მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც წლებია აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროატლანტიკური პერსპექტივა. ახლა განსაკუთრებით უკრაინასთან ერთად არსებობს ამის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, მაგრამ სამწუხაროდ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არის ძალიან მაღალი შანსი იმის, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვერ გამოიყენოს, ამიტომ ჩვენ, ოპოზიციამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა არ დაკარგოს. როცა ასეთი მწვავე ვითარებაა რეგიონში და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც არის ძალიან მძიმე, საქართველოს ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია არის ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ეს გადის საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარეზე, როცა ხელისუფლება მათ ძირს უთხრის მიზანმიმართულად, ხელისუფლება არის უზურპირებული და ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ერთი ოლიგარქის მიმართ, საერთაშორისო პარტნიორები ამასაც აღიქვამენ არამხოლოდ როგორც დემოკრატიულ გამოწვევას, არამედ საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევას, რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და მათ შორის სტრატეგიული პარტნიორებისთვის“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისათვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორები და კონგრესმენები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო