კონგრესმენი - ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი - ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი

ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი - ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა დევიდ სისილინმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სისილინმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს.

“ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი [ოპოზიციური პარტიები] განიხილავენ, იყოს გათვალისწინებული. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის გაგრძელებას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით მუშაობაში”,- განაცხადა კონგრესმენმა დევიდ სისილინმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს