ნათია მეზვრიშვილი - პარტნიორებს შევახსენე, რომ 2008 წელს ჩვენ სისხლით გვაქვს თავისუფლებისთვის ფასი გადახდილი, ეს კარგად დაიმახსოვრონ და ისევე დაგვიდგნენ გვერდით, როგორც დღეს უკრაინას უდგანან

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრისას საქართველოს მხარდაჭერაზე იყო საუბარი.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საქართველოს არ ექნება სტრატეგიული პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რუსეთის წინაშე შიშველი ხელებით აღმოჩნდება.

„უმთავრესი საკითხი, რაც პირადად დავაყენე, არის შემდეგი: დღეს უკრაინის ირგვლივ კონსოლიდირებულია მთელი დასავლეთი და პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ამიტომ, მათ ვთხოვე პარტიის სახელით, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქემ, ქვეყნის მხარდაჭერა, რადგან თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის პოზიციებს და ბოლო დროს გაკეთებულ საკმაოდ მავნებლურ განცხადებებს, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი, ჩვენ შეიძლება რისკების წინაშე დავდგეთ.

ჩვენ თუ არ გვექნება სტრატეგიული პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რუსეთის წინაშე შიშველი ხელებით აღმოვჩნდებით. ამიტომ, პარტნიორებს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ 2008 წელს ჩვენ სისხლით გვაქვს თავისუფლებისთვის ფასი გადახდილი, ეს მათ კარგად დაიმახსოვრონ და საქართველოს ისევე დაუდგენ გვერდით, როგორც დღეს უკრაინას უდგანან“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე მათ ასევე დემოკრატიის და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„ისინი ხედავენ, რომ ნაბიჯები, რაც სასამართლოს რეფორმის ფარგლებში გადაიდგა, ამ ყველაფერმა არ იმუშავა. რეალურად, ჩვენ გვაქვს კარგი კანონმდებლობა, რომელიც პრაქტიკაში არ სრულდება, იმიტომ, რომ გავლენიანი ჯგუფები გვყავს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა