ზურაბ ჯაფარიძე - სააკაშვილს არ გამოუშვებენ, ამის არ მჯერა - ეს ზღაპარია და არც არსად გადაიყვანენ

სააკაშვილს არ გამოუშვებენ, ამის არ მჯერა - ეს ზღაპარია და არც არსად გადაიყვანენ, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღევანდელ რეალობაში „ჩვეულებრივი პოლიტპატიმარია“.

„არ მჯერა, რომ სააკაშვილს სადმე სამკურნალოდ გადაიყვანენ. არ მჯერა, რომ სააკაშვილს გამოუშვებენ. სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ერთადერთი, რის გამოც ეს ადამიანი ციხეში ზის, ისაა, რომ ის აღქმულია როგორც საფრთხე ამ ხელისუფლების მიერ - ეს არის და ეს. მურუსიძე-ჩინჩალაძის გადასაწყვეტი ეს არაა. ნორმალურმა სასამართლომ შესაძლოა გამოიკვლიოს და დაეყრდნოს სააკაშვილის წარსულს. მაგრამ ამ რეალობაში ის ჩვეულებრივი პოლიტპატიმარია“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო:ზურაბ ჯაფარიძე - სააკაშვილს არ გამოუშვებენ, ამის არ მჯერა - ეს ზღაპარია და არც არსად გადაიყვანენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა