იაგო ხვიჩია - უკრაინაში გვაკრიტიკებენ - იმაზე საუბარი, რომ კრიტიკას არ ვიმსახურებთ, არასერიოზულია, საკუთარ თავში ჩავიხედოთ

უკრაინაში გვაკრიტიკებენ, არ გვაკრიტიკებენ კი არა, ასეთ დროს, ამ პირობებში საერთოდ რომ ვაინტერესებთ, უკვე დიდი პატივია - ჩვენი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ კრიტიკას არ ვიმსახურებთ, არასერიოზულია, საკუთარ თავში ჩავიხედოთ - იქნებ მართალი არიან, რასაც გვეუბნებიან! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, საქართველო ზუსტად იგივე მდგომარეობაშია - არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა და “შეიძლება სიტუაციას ასეც შევხედოთ, რომ მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ვაკეთებთ“.

“ახლა უკრაინის სახელმწიფო ძალიან უჩვეულო მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ვიღაც გმირი ბოროტებას ებრძვის. ამ სიტუაციას ასე შევხედოთ - წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბოროტება არის რუსეთი, ხოლო უკრაინა არის გმირი, რომელიც ბოროტებას ებრძვის. უკრაინა ბევრად მეტად აკრიტიკებს ბევრად მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუტებს, ნატოს, ევროკავშირს და სხვადასხვა სახელმწიფოებს. უკრაინიდან ისმის სიტყვები, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი დონის მორალური მოძღვრებები, ასეთი საყვედურები ასეთი ტრიბუნებიდან არ ყოფილა და ჩვენ ვამბობთ, ჩვენ რატომ გვსაყვედურობენ?! საკუთარ თავში ჩავიხედოთ - იქნებ, მართალი არიან, რასაც გვეუბნებიან!“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო