გია ვოლსკი - კეზერაშვილის და "ნაცმოძრაობის" თანამშრომლობა ყოველთვის წარმომედგინა - მელიას შეცვლილი რიტორიკა ნიშნავს მისწრაფებას, რომ კონკრეტული აქტივობისთვის ფინანსები მიიღოს

შეცვლილი რიტორიკა ნიშნავს მისწრაფებას, რომ ფინანსები მიიღოს კონკრეტული აქტივობისთვის - მელიამ გააჟღერა ის, რაც "ნაცმოძრაობის" სტრატეგიულ ინტერესში დევს,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან პარტნიორობაზე.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, მას კეზერაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობდა ყოველთვის წარმოედგინა.

„კეზერაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა ყოველთვის წარმომედგინა და წარმომიდგენია. მგონი, არც არასდროს შეუწყვიტავს. შეცვლილი რიტორიკა ნიშნავს მისწრაფებას, რომ ფინანსები მიიღოს კონკრეტული აქტივობისთვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მელიამ გააჟღერა ის, რაც "ნაცმოძრაობის" სტრატეგიულ ინტერესში დევს. ეს არის საკვანძო სქემა, რაც „ნაცმოძრაობას“ აკავშირებს კეზერაშვილთან. შემოსავლის წყარო ვერანაირად ვერ ექნებოდა კეზერაშვილს, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იმ პერიოდში,"- აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოქალაქის მიერ Facebook LIVE-ში ​დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს უკავშირდებოდა. როგორც მელიამ აღნიშნა, ბოლოს კეზერაშვილს ორი კვირის წინ შეხვდა და მასთან პარტნიორობას აპირებს.

"ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მე მაწუხებდა მივიღე ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი. ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ აწმყოში იყო სხვაგვარი და მცდარი. მაგრამ ამის მიღმა წარსულში ქექვას არ ვაპირებ, რა პოზიციაც მქონდა, მქონდა. 2 კვირის წინათაც ვიყავი, სამჯერ შევხვდით სულ. დიახ, არ დაგიმალავთ პარტნიორობას ვაპირებ", -აცხადებს ნიკა მელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა