ნედ პრაისი ომზე - ეს იქნება უკრაინის გამარჯვება და რუსეთის სტრატეგიული დამარცხება

ეს იქნება უკრაინის გამარჯვება. ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა BBC-ის, უკრაინაში მიმდინარე ომის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აწვდიდნენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობის მძიმე იარაღს, პრაისმა უპასუხა: „რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის გაგზავნა ზუსტად იმისა, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ, რომ რუსული აგრესიისგან თავი დაიცვან“.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვევიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია