მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმებმა მოინახულეს, დასკვნას საზოგადოებას ნინო ლომჯარია გააცნობს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმების მიერ მომზადებულ დასკვნას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს.

როგორც სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმმა, თენგიზ წულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კონსილიუმის ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი პარასკევს მოინახულეს.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

„ხვალ ან ზეგ ომბუდსმენი გააკეთებს განცხადებას და მანამდე ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარს. ზოგადად სუსტად არის. შევჯერდებით, ჩვენ ჩვენი დასკვნები დავწერეთ და დანარჩენს ქალბატონი ნინო მოგახსენებთ“, - აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო